17 авг. 2009 г.
9 авг. 2009 г.
დაგვიანებული კომენტარი
სამწუხაროდ, განათლების სფეროში ბლოგებით არ ვართ განებივრებულები. ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისია ბატონი ჯემალის ბლოგი, გირჩევთ ესტუმროთ.
რამდენიმე თვის წინ ამ ბლოგზე გამოქვეყნედა კომენტარი "სასწავლო ობიექტებთან" და Lemill-თან დაკავშირებით. ეს პოსტი ახლა აღმოვაჩინე და მცირე კომენტარიც გავუკეთე:
7 июл. 2009 г.
6 июл. 2009 г.
24 мая 2009 г.
განათლება 2.0 (3)
(გაგრძელება)
ინტერნეტ-ტექნოლოგიები
დღევანდელი სახით კომპიუტერის განვითარება უკავშირდება IBM 5150, რომელიც 1981 წელს გამოვიდა, ხოლო თანამედროვე ინტერენტი გასული საუკუნის 90-იან წწ. ჩაისახა. მიუხედავად მცირე დროისა საზოგადოება განსაცვიფრებელი ტრანსფორმაციების მომსწრე და თანამონაწილეა. ტექნოლოგიებმა ზემოქმედება იქონია არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გავრცელების სფეროზე, არამედ მთლიანად სოციუმზე.
ინტერნეტ-ტექნოლოგიები, შეიძლება ითქვას, თავისთავში აერთიანებენ თითქმის ყველაფერს რაც მნიშვნელოვანი იყო წინა თაობის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და რეპროდუციულ ტექნოლოგიებში. ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის ტექსტური, აუდიო, ფოტო, ვიდეო ფორმატში გადაცემა და დამუშავება. გადაცემა, როგორც სინქრონულ, ასევე ასინქრონულ რეჟიმში. მიწოდება განუსაზღვრელ მანძილით დაშორებული, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მომხმარებლისათვის.
ინტერნეტის განვითარების დღევანდელი ეტაპი ახალ შესაძლებლობეს აჩენს, მაგრამ იქამდე მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ იმ ეტაპებისა, რისი გავლაც მოუწია ინტერნეტს მისი არც თუ დიდი ისტორიის მანძილზე 90-იან წწ დღემდე.
ინტერნეტის ამ ფაზას სხვაგვარად მეორე თაობის, „ინტერნეტ 2.0“ უძახიან. კონკრეტული მაგალითის - საყოველთაოდ ცნობილი ენციკლოპედია „Britannica“ და ვებ-ენციკლოპედია „ვიკიპედიას“ - შედარების საფუძველზე შევეცდებით წარმოვაჩინოთ მისი თვისებები.
მსგავსად სხვა ენციკლოპადიებისა Britannica 1768-1771 წლებიდან ნაბეჭდი სახით გამოდის, პერსონალური კომპიუტერების განვითარების კვლადაკვალ გამოდის Britannica CD-ვერსიები, ხოლო შემდგომ ინტერნეტ-ვერსია (http://www.britannica.com/). CD-ვერსიების შექმნამ რედაქტორებს საშუალება მისცა უფრო დიდი აუდიტორია მოეცვათ და მულტიმედიური ობიექტებით გაემდიდრებინათ, ინტერნეტში განთვსებამ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გააფართოვა.
ინტერნეტის განვითარების კვალდაკვალ ჩნედება ახალი მიდგომები და ახალი ინტერნეტ-რესურსები, მ.შ. ენციკლოპედიები, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარული „ვიკიპედიაა“. დღეს ის არა მარტო პოპულარობით, არამედ ხარისხითაც კონკურენციას უწევს თავად „ბრიტანიკას“.
ამ ორ ენციკლოპადიას განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ. თუ ბრიტანიკა ტრადიციულად ეყრდნობა საექსპერტო სტატიებს და ინტერნეტ-მომხმარებელს მხოლოდ პასიური მკითხველის როლს სთავაზობს, ვიკიპედიის შემთხვევაში - იგი წარმოადგენს თანამშრომლობით პლატფორმას, რომელიც გახსნილია ინტერნეტ-მომხმარებლისთვის. სწორედ ეს უკანასკნელელები, ურთიერთკორექტირების გზით ქმნიან სხვადასხვა თემების გარშემო სტატიებს, ისინი არამარტო მომხმარებლები, არამედ კონტრიბუტორები, თანაავტორები არიან.
მოხალისეობასა და კოლექტიურ კონსტრუქტივიზმზე დაფუძნებული ვიკიპედიას სისტემა და პრინციპი, როდესაც ყოველი მომხმარებელს თანაავტორის უფლებები აქვს, თავდაპირველად სკეპტიკოსთა მიერ გაკრიტიკებული იყო - ითვლებოდა რომ ეს გარემოება შესაძლოა გამხდარიყო ენციკლოპედიის სატატიების დაბალი ხარისხის მიზეზი. თუმც, ავტორიტეტული კვლევების (მ.შ. ჟურნალ Nature) მიხედვით დასტურდება, რომ „ვიკიპედიას“ ხარისხი არ ჩამორჩება ექპერტების მიერ შექმნილი ეცნიკლოპედიების ხარისხს.
ვიკიპედიის პოპულარობის შედეგად ამა წლის შემოდგომაზე დაიხურება კიდევ ერთი ტრადიციულ სარედაქციო პოლიტიკაზე დაფუძნებული ონლაინ-ენციკლოპედია Encarta, რომელიც 1993 წლიდან ჯერ CD და მერე ინტერნეტ-ვერისიების სახით გამოდის.
ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და კონცეპტუალური სიახლე WEB 2.0 არის ის რომ იგი წარმოადგენს თანამშრომლობით პლატფორმას, სადაც ინტერნეტის თითოეული მომხმარებელი არის გლობალური ცოდნის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, იგი არა მარტო იყენებს ქსელში დაცულ ცოდნას, არამედ თავადაც ქმნის და შეაქვს თავისი წვლილი მის განვითარებაში. თავისი ბუნებით იგი ძალიან ენათესავება ფოლკლორის კოლექტიურ შემოქმედებითობას. ამგვარი რესურსების აღსანიშნავად სპეციალური ტერნმინიც კი გაჩნდა User-generated content (UGC) ანუ მომხმარებლისაგან გენერირებული მასალა.
WEB 2.0 ასევე მნიშვნელოვანი პრინციპია სერვისებისა და რესურსების მაქსიმალური პერსონალიზაცია, მიუხედავად ინტერნეტის გლობალური ბუნებისა დღევანდელ ეტაპზე განვითარების ტენდენციაა მომხმარებლის მაქსიმალური გათვალისწინება, რაც ძალიან ხელსაყრელია სწავლა/სწავლების ტექნოლოგიებისათვის. მასწავლებელს საშუალება ეძლევა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალობა, პესონალური ხასიათი თუ კომპეტენცია - არა მასალას მოარგოს მოსწავლე, არამედ მოსწავლეს სასწავლო რესურსი.
მნიშვნელოვანია ასევე ამ ტექნოლოგიების მულტიმედიური, სიმულაციური და სინთეზური ხასიათი. იგი საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მოვლენის მოდელირება, ინტეგრირებული შესწავლა სხვადასხვა საგნის რაკურსიდან.
მაგ. ისტორიისა თუ ბიოლოგიის სწავლებისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას ელექტრონული ინტერაქტიული რუკები, რომლებზე დაწკაპუნებითაც შესაძლებელია მივიღოთ ინფორმაცია ამათუ იმ მოვლენის, ტაძრისა თუ მცენარის შესახებ. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა არამარტო მივიღოთ უკვე გამოქვეყნებული ინფორმაცია, არამედ მათი კორექტირება და განვითარება მოვახდინოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა, ინტერნეტ-სერვისების გამრავალფეროვნების, მათი ფუნქციონალობისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, მათი გამოყენებისათვის საჭირო კომპეტენციების გამარტივება. დღევანდელ ინტერნეტ-სერვისებთან სამუშაოდ საკმარისია მინიმალური, ელფოსტის მოხმარებისათვის საჭირო კომპეტენცია, რაც კიდევ უფრო დემოკრატიულსა და ხელმისაწვდომს ხდის მათ საზოგადოების ფართო ფენებისათვის.
ყოველივე ამაზე ჩვენ შემდეგ სტატიებში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. გაგიზიარებთ ჩვენს ხედავას, როგორ შეიძლება მოვახდინოთ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის გამდიდრება.
შეჯამების ნაცვლად ერთი მინდა აღვნიშნო, უდაოდ, ტექნოლოგია არაა პანაცეა - მე იმათ რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც ფიქრობენ, რომ შემეცნება არა დამოკიდებული ტექნოლოგიებზე, მაგალითად სოკრატე დიალოგების გზით უკვალავდა გზას თავის მოწაფეებს და სულაც არ სჭირდებოდა არც ინტერნეტი და არც დამწერლობა; თუმც, დამეთანხმებით, მაგ. პლატონის უზომოდ მადლიერები უნდა ვიყოთ სოკრატეს დიალოგები ქაღალდზე რომ გადაიტანა და რომ არა შემდგომი რეპროდუცირება, ჯერ ხელნაწერი და მერე ნაბეჭდი სახით ჩვენთვის ისინი შესაძლოა ხელმიუწვდომელი დარჩენილიყო.

Подписаться на:
Сообщения (Atom)