9 авг. 2009 г.

დაგვიანებული კომენტარი

სამწუხაროდ, განათლების სფეროში ბლოგებით არ ვართ განებივრებულები. ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისია ბატონი ჯემალის ბლოგი, გირჩევთ ესტუმროთ.

რამდენიმე თვის წინ ამ ბლოგზე გამოქვეყნედა კომენტარი "სასწავლო ობიექტებთან" და Lemill-თან დაკავშირებით. ეს პოსტი ახლა აღმოვაჩინე და მცირე კომენტარიც გავუკეთე:

ბატონო ჯემალ, პირველყოვლისა მინდა გამოვთქვა პატივისცემა თქვენდამი და თქვენი ბლოგის მიმართ. იმავდროულად არ დაგეთანხმოთ ამ პოსტში გამოთქნმული მოსაზრების გამო. "სასწავლო ობიექტები" არათუ არ ეწინააღმდეგება, სწორედ web 2.o კონცეფციით ვითარდება. ის, განსხვავებით web 1.o სტატიური გვერდებისაგან დამოუკიდებელი და მობილურია. წარმოადგენს "ცოდნის მოზაიკის" ნაწილს, რომელიც კოლექტიური კოლაბორაციის გზით სხვადასხვა ინფორმაციულ კონტექსტში, ქსოვილში მოხვედრის შედეგად ვითარდება თავად და ანვითარებს სხვას. სწორედ ეს ქმნის ცოდნის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, კალეიდოსკოპს, მრავალფეროვნებას, რომლითაც გამოირჩევა ახალი თაობის ინტეერნეტი. ხოლო რაც შეეხება lemill-ს, რომელიც თავისი სტრუქტურით wikipedia-ს კოლექტიური კონსტრუქტივიზმზეა დაფუძნებული, არის ინსტრუმენტი და გარემო, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას გაეცნოს სხვების მიერ შექმნილ ობიექტებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ - გაარღვიოს პასიური მაყურებლის საზღვრები და გახდის თანამონაწილე ცოდნის გენერირების პროცესის. მე სწორედ ასე მესმის web 2.0. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება ფლობდეს ამ ინსტრუმენტებს. სწორედ ამიტომ, ჩემ მეგობრებთან ერთად ვცდილობდი და ვცდილობ ამ და სხვა მსგავსი ინერტნეტ-სერვისების დანერგვას ქართულ განათლების სივრცეში. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხებზე არის ფიქრი. პატივისცემით, დავით კიზირია (უკაცრავად დაგვიანებული კომენტარისათვის, უბრალოდ სტატია ახლა აღმოვაჩინე)

Комментариев нет: