ტექნოლოგიების დინამიური განვითარება და გლობალური პროცესები, ახალი რეალობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს საზოგადოებას. ტრანსფორმაციების ეტაპის წარმატებული გავლა დიდწილად დამოკიდებულია საგანმანათლებლო სისტემაზე, მის მოქნილობასა და კომპეტენტურობაზე.
ქართული საზოგადოების განვითარება და აღმავლობა ისტორიულად ეფუძნებოდა დიდ საგანმანათლებლო მოძრაობებს, დავით აღმაშენებელის საქართველო მემკვიდრეა ხანძთელ-ათონელთა მოღვაწეობის, ასევე იყო ჩაფიქრებული ახალი ქართული საზოგადოების ფორმირება ილიასა და მისი თაობის, ხოლო მოგვიანებით ივანე ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტელთა მიერ... სამწუხაროდ, რუსულ-ბოლშევიკური აგრესიამ ეს პროცესები შეაფერხა.
დღეს ჩვენ საზოგადოებას ეძლევა კიდევ ერთი საშუალება დაიმკვიდროს ადგილი საკაცობრიო თანამეგობრობაში. თანამედროვე ტექნოლოგიები არის მოქნილი ინსტრუმენტი , რომლის გონივრული გამოყენება მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ ნახტომი იზოლაციის იმ უფსკრულის თავზე, რომელშიც აღმოვჩდით რუსული აგრესიის შედეგად.
ამ ელექტრონული ჟურნალის მიზანია საზოგადოების ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფა მიმდინარე პროცესებში, თითოეული თქვენთაგანის აზრი მნიშვნელოვანია და საინტერესოა ჩვენთვის.
20 сент. 2007 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий