ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
(განათლება 2.0)
შესავალი
ამ სტატიის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლე მიმოხილვა. ჩემი ამოცანა იყო რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო ტექსტში "პასუხები", მეტი "კითხვები", რათა მოვახდინოთ ამ საკითხებზე ღია დისკუსიის ინსპირირება. ეს სტატია უფრო ზოგადი, მიმოხილვითი ხასიათისაა და მოიაზრება როგორც ციკლის დასაწყისი, რომელსაც უნდა მოჰყვეს უფრო კონკრეტული სტატიები ამა-თუ იმ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ რესურსზე, მის გამოყენებაზე სწავლა/სწავლების პროცესში. ასევე, მნიშვლელოვანი იქნება სხვადასხვა პროფესიისა და განსხვავებული ხედვის ავტორებმა მოახდენენ საკუთრი მოსაზრებების დემონსტრირება.
ინოცავიები და საზოგადოება
საკამათოა არაა სააზოგადოების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია განათლების სისტემაზე, ხოლო, რაც შეეხება ტექნოლოგიების განვითარებას, ეს თემა ყოველთვის და თითქმის ყველგან საკამათო ხდება ხოლმე: ყოველთვის მოიძებნებიან საზოგადოების გარკვეული ავტორიტეტული წევრები, რომლებიც ამა-თუ-იმ სიახლეს სკეპტიკურად უყურებენ და გარკვეულ (ხშირ შემთხვევაში ობიექტურ) რისკებსაც ხედავენ, არიან მეორენი, რომლებსაც სწორედ ამ სიახლეების გონივრულ ინტეგრაციაში ესახებათ საზოგადოების განვითარება. ეს დისკუსია იყო მაშინაც როდესაც პირველი ნაბეჭდი წიგნი გამოჩნდა, სავარაუდოდ ეს კამათი იქნებოდა დამწერლობის გამოგონების დროსაც - როდესაც მოუხელთებელი სიტყვა, ვიღაცამ გაბედა და მატერიალიზაცია მოახდინა ..;
ჩვენი ისტორიიდანაც ცნობილია, რომ ვახტანგ VI ინიატივთ წამოწყებული სასტამბო-საგამომცემლო საქმესაც გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა მაშინდელი საზოგადოების ერთ ნაწილში. მათთვის ერთმანეთს დაუპირისპირდა მრავალსაუკოვანი ტრადიცია ხელნაწერი წიგნის და მისი რეპროდუცირების ახალი ტექნოლოგიები. თუმც, დღევანდელი გადმოსახედიდან ნათლად ჩანს რომ ეს დაპირისპირება არა არსებითია, ნაბეჭდმა წიგნმა ჩაანაცვლა ხელნაწერის ერთ-ერთი ფუნქცია - ინფორმაციის რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანის, ხოლო ის მიმზიდველობა, რაც ხელნაწერს აქვს არსად გამქრალი, შესაძლოა ითქვას რომ იმატა კიდეც.
ამგვარი კონფლიქტი თვით ერთ-ერთ ყველაზე ტექნოკრატიულ XX საუკუნეშიც კი განვითარდა და ამ კონფლიქტის ინიციატორები იყვნენ ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიური და ინდუსტრიული დარგის - კონოხელოვნების წარმომადგენლები, როდესაც იმ მომენტისათვის ნორჩ ინდუსტრიას - ტელევიზიას დაუპირისპირდნენ... მაგრამ, როგორც იტყვიან, ცხოვრება თავისი ლოგიკით მიდის და მიუხედავად იმისა რომ ოქროს ცულები უდავოდ უფრო ძვირფასია, მაინც რკინის იარაღები ამჯობინა კაცობრიობამ (როგორც ამბობენ ამ ნოვატორთა შორის ქართველური ტომებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენო).
ასე რომ ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ წინააღმდეგობა, ისევე როგორც მისი შემდგომი გათავისება ზოგადადამიანური მოვლენაა, რომლიც სახასიათოა ყველა დროისა და განსხვავებული წარმომავლობის საზოგადოებებისათვის.
იყო დრო როდესაც კომპიუტერისა თუ ინტერნეტის მიმართ გარკვეული შიშებიც კი იყო, მაგრამ ეს ფობიები დღეს უკვე დაძლეულია. დღევანდელ ეტაპზე საზოგადოება იწყებს უფრო ფართოდ გაააზრებას როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა სფეროში, მ.შ. განათლებასა და მეცნიერებაში.
24 мая 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий